წლის საუკეთესო სპორტსმენი

14 აპრილი 2019, 00:00 1776 ნახვა

ბათუმში,  ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი დასრულდა, რომლის აშკარა და გამორჩეული ფავორიტი,   ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე გახდა. მან ტრიუმფით დაასრულა ასპარეზობა და მისივე რეკორდი მოხსნა, როგორც აკვრაში ისე ორჭიდში.

ჩემპიონატზე,  წარმატებით იასპარეზა ირაკლი თურმანიძემაც, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო ორჭიდის ჯამში მეორე პოზიცია ერგო. საბოლოო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 15 მედალი მოიპოვა - 5 ოქრო, 6 ვერცხლი, 4 ბრინჯაო და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი