დღეს ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში ორი ქართველი იასპარეზებს

11 აპრილი 2019, 00:00 1244 ნახვა

ევროპის ჩემპიონატი გრძელდება ძალოსნობაში. დღეს ფიცარნაგზე ორი ქართველი სპორტსმენი გავა. ქალთა ასპარეზობაში ევროპის ჩემპიონატში ყველაზე პატარა მონაწილე 14 წლის ნათია გადელია ჩაერთვება რომელიც ასპარეზობას 15 საათზე დაიწყებს.

დღეს გაიმართება  ვაჟებს შორის ასპარეზობაც.  ქვეყნის ღირსებას ევროპის მოქმედი ჩემპიონი რევაზ დავითაძე დაიცავს. ამ ეტაპისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოქროს ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებია.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი