პირველი ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე

08 აპრილი 2019, 00:00 1561 ნახვა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ბათუმში მიმდინარე ევროპირველობაზე შოთა მიშველიძემ (61 კგ) აკვრაში 156 კგ დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.

ორჭიდის ჯამში, ევროპის მოქმედი  ჩემპიონი შოთა ​მიშველიძე მეოთხე ადგილზე გავიდა  ხოლო რამინ შამილიშვილმა ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა (276 კგ).

დღეს ბათუმის სპორტის სასახლის ფიცარნაგზე, 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მედლებისთვის გოგა ჩხეიძე იასპარეზებს.

ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი ბათუმში, 6 აპრილს გაიხსნა. საქართველოს ღირსებას 13 ძალოსანი იცავს, მათგან 3 ქალია. 

ერთი კვირის განმავლობაში ტურნირზე 42 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი გამოვა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი