ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი ბათუმში, ცოტა ხნის წინ გაიხსნა. საქართველოს ღირსებას 13 ძალოსანი დაიცავს, მათგან 3 ქალი. ტურნირის გახსნამდე კი დღეს დილით ქართველებიდან პირველი ფიცარნაგზე 49კილოგრამ წონით კატეგორიაში ხათუნა ჯიმშელეიშვილი გამოვიდა.
ერთი კვირის განმავლობაში ტურნირზე 42 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი გამოვა.საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნითი დღე იქნება.