წლის ერთ-ერთი  მთავარი  სპორტული  მოვლენა -  ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატმა სტარტი  აიღო

06 აპრილი 2019, 00:00 1334 ნახვა

​ძალოსნობაში  ევროპის ჩემპიონატმა  სტარტი აიღო ბათუმში.   ქართველებიდან პირველი ფიცარნაგზე  49კილოგრამ წონით კატეგორიაში  ხათუნა ჯიმშელეიშვილი გამოვიდა.    ოფიციალურად ტურნირი 13 საათსა 45 წუთზე  გაიხსნება.  ჩემპიონატზე   საქართველოდან 13 სპორტსმენი იასპარეზებს, მათ შორის სამი ქალი. ერთი კვირის განმავლობაში   ტურნირზე  42 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი გამოვა.    საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნითი  დღე იქნება, როცა ქართველი მძიმეწონოსნები და რეკორდსმენები: ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე გამოვლენ ფიცარნაგზე.

ევროპის ჩემპიონატის  გახსნის ცერემონიაზე  ბათუმის სპორტის  სასახლეში  მთავრობის წევრებთან   ერთად საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ელოდებიან. ტურნირზე დასწრების მსურველებს  ბილეთების შეძენა Ticet.ge- ზე შეუძლიათ, ბილეთები ბათუმის სპორტის სასახლის სალაროებშიც იყიდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი