აშშ-ში, პენდელტონის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე გამართულ „საზღვაო ქვეითთა თამაშებიდან“ დაბრუნებული დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი საქართველოში 38 მედლით დაბრუნდა. პარასპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის მინისტრი დახვდა.
ქართველმა სამხედროებმა სპორტის 8 სახეობაში წარმატებით იასპარეზეს. აიღეს 20 - ოქროს, 10 - ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედალი. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულ მებრძოლებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ამერიკის საზღვაო ქვეითების ყოველწლიურ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა მეხუთედ მიიღეს.