ნადეჟდა ორლოვას სახელობის საერთაშორისო ტურნირი იწყება

24 ნოემბერი 2018, 00:00 1770 ნახვა

ბათუმი მხატვრულ ტანვარჯიშში, ნადეჟდა ორლოვას სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს . შეჯიბრებაში  ბათუმის, თბილისის,  ქუთაისის, თელავის  ზუგდიდის, აზერბაიჯანის და  სომხეთის გუნდები მიიღებს მონაწილეობას. 9 ასაკობრივ კატეგორიაში  115  სპორტსმენი იასპარეზებს. 

ტურნირი 25 ნოემბერს დასრულდება. ნადეჟდა ორლოვა 93 წლისაა ის 70 წელზე მეტია ამ სპორტის სახეობას ემსახურება და არაერთი წარმატებული სპორტსმენი აღუზრდია.

ამავე კატეგორიაში