სამი ოქრო და შვიდი მსოფლიო რეკორდი

10 ნოემბერი 2018, 00:00 1697 ნახვა

სამი ოქრო და შვიდი მსოფლიო რეკორდი. ქართველმა სპორტსმენმა ლაშა ტალახაძემ ატაცში 217 კგ. დაძლია და პირველი ადგილი აიღო. მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ატაცში მოპოვებული ბრინჯაოს მედლის შემდეგ, ირაკლი თურმანიძე ასპარეზობას ტრავმის გამო გამოეთიშა და მეორე მოძრაობაში მონაწილეობა აღარ მიუღია.

ლაშა ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 474 კგ. დაძლია და სამივე ოქროს მედალი (ატაცი, აკვრა, ორჭიდი) მოიპოვა. მან პირველ გამოსვლაზე 245 კგ. აწია და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მეორე ცდაზე ლაშამ 252 კგ. შეუკვეთა და მასაც მარტივად გაუმკლავდა. მესამე ცდაზე ლაშამ კიდევ ხუთი კილოგრამი მოუმატა და 257 კგ.-ც მარტივად დასძლია.

ამავე კატეგორიაში