ანტონოვ ან-148-ის რეისი დომოდედოვოს აეროპორტიდან ორსკის მიმართულებით ტრაგიკულად დასრულდა

12 თებერვალი 2018, 00:00 2553 ნახვა

ანტონოვ ან-148-ის რეისი დომოდედოვოს აეროპორტიდან ორსკის მიმართულებით ტრაგიკულად დასრულდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ან-148-ის კატასტროფის ახალი დეტალები გაჟღერდა. ბოლო ინფორმაციით, ,,სარატოვის ავიახაზის" კუთვნილ ლაინერს ვარდნის დროს ცეცხლი არ ეკიდა და თვითმფრინავი კატასტროფის შემდეგ აფეთქდა.  

შემთხვევის ადგილას მხოლოდ ერთი ე.წ. შავი ყუთის პოვნა გახდა შესაძლებელი. ამ ეტაპისთვის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ძირითად ვერსიებად, ადამიანური ფაქტორი, ცუდი მეტეოროლოგოური პირობები და ლაინერის გაუმართაობა განიხილება.

სოფო ფუტკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი