რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასულ ღამეს ქვეყნის ტერიტორიაზე 121 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. უწყების ცნობით, მოსკოვის ოლქის თავზე ჩამოაგდეს 9 დრონი, რომელთაგან 7 დედაქალაქისკენ მიფრინავდა.
სამინისტროში მსხვერპლის ან დაზიანებების შესახებ არ საუბრობენ. მანამდე, მოსკოვის მერმა დაადასტურა რომ დედაქალაქისკენ მიმავალი დრონები ჩამოაგდეს, რის გამოც ადგილზე გადაუდებელი სამსახურების სპეციალისტები მუშაობდნენ. თავდასხმების ფონზე, რამდენიმე აეროპორტი დაიკეტა, თუმცა ეტაპობრივად იწყება მუშაობის განახლება.