ვითარება ახლო აღმოსავლეთში

19 ოქტომბერი 2025, 16:40 135 ნახვა

„ჰამასმა“ ისრაელის ძალებზე თავდასხმა განახორციელა, საპასუხოდ ისრაელმა ღაზაზე იერიში მიიტანა, –  ამის შესახებ „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს. ისრაელის სამხედრო წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ჰამასმა“ ღაზაში ისრაელის ძალების წინააღმდეგ არაერთი თავდასხმა განახორციელა. „ჰამასი“ კი საპასუხოდ აცხადებს, რომ „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთგული რჩება და მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს.

ცნობისთვის, ისრაელის მთავრობა და „ჰამასი“, უკვე რამდენიმე დღეა, ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში. ისრაელში აცხადებენ, რომ რაფაჰის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ღაზასა და ეგვიპტეს შორის დახურული დარჩება. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ჰამასი“ თუ არ დათანხმდება განიარაღებას, ეს „რთული გზით“ მოხდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში