ბენიამინ ნეთანიაჰუ  არჩევნებში მონაწილეობას ისევ გეგმავს

19 ოქტომბერი 2025, 12:08 106 ნახვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ 2026 წლის ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ჟურნალისტთან საუბრისას ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვების მოლოდინი აქვს.  
მან ღაზაში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა,  რომ ომი საბოლოოდ დასრულდება მაშინ, როდესაც მიღებული შეთანხმების პირობები შესრულდება. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ჰამასი“ თუ არ დათანხმდება განიარაღებას, ეს „რთული გზით“ მოხდება. რაფაჰის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დახურული დარჩება, ვიდრე „ჰამასი“ ყველა მოკლული მძევლის ცხედარს ისრაელს არ გადასცემს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში