ავსტრალიაში რუსეთის საკონსულოზე თავდასხმა აღკვეთეს

01 სექტემბერი 2025, 09:09 83 ნახვა

სიდნეის გარეუბანში რუსეთის საკონსულოს შენობას ავტომობილი შეეჯახა. ავსტრალიის პოლიციის განცხადებით, დაკავებულია ავტომობილის მძღოლი.

ახლომდებარე შენობიდან თვითმხილველების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს საკონსულოს შენობის გარეთ პოლიციის მიერ თავდამსხმელის დაკავების ფაქტი.

ახალი სამხრეთ უელსის პოლიციის განცხადებით, პოლიცია დილის 8 საათზე მივიდა გამოძახების ადგილზე  და მძღოლთან გასაუბარება სცადა, სანამ ის სიდნეის გარეუბან ვულაჰრაში საკონსულოს ჭიშკარში შევარდებოდა. პოლიციის განცხადებით, 39 წლის მამაკაცი დააკავეს, ხოლო 24 წლის პოლიციელი ხელის არეში დაიჭრა.

რუსეთის საკონსულოში ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარზე უარი თქვეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში