აშშ-ის მთავრობის „შათდაუნი“ გრძელდება

07 ოქტომბერი 2025, 09:48 130 ნახვა

აშშ-ის სენატში ორივე პარტიის მცდელობა დაესრულებინა აშშ-ის მთავრობის ე.წ. შათდაუნი, კრახით დასრულდა. რესპუბლიკელების მიერ წარდგენილმა კანონპროექტმა 52 ხმა მიიღო 42-ის  წინააღმდეგ. 

მანამდე დემოკრატების მიერ წარდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა 45-მა 50-ის წინააღმდეგ.  წარმოდგენილი წინადადებების დასამტკიცებლად სენატის სამი მეხუთედი იყო საჭირო.

ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სიამოვნებით ითანამშრომლებდა დემოკრატებთან ჯანდაცვის პოლიტიკაზე, რაც მთავრობის მუშაობის განახლების მცდელობებში მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს, თუმცა ჯერ შათდაუნი უნდა დასრულდეს. მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები „დემოკრატებთან“ მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე