რუსული ძალები უკრაინაში წინსვლას განაგრძობენ - პუტინი

08 ოქტომბერი 2025, 10:09 100 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა 2025 წელს უკრაინაში თითქმის 5 ათასი კვადრატული კილომეტრი დაიკავეს და რომ მოსკოვმა ბრძოლის ველზე სრული სტრატეგიული ინიციატივა შეინარჩუნა.

საკუთარ დაბადების დღეზე პუტინი სანქტ-პეტერბურგში ეკლესიას ეწვია, სადაც ასევე შეხვდა წამყვან სამხედრო მაღალჩინოსნებს. მოგვიანებით, პუტინმა შეხვედრა გამართა რუსეთის უმაღლეს სამხედრო მეთაურებთან და განაცხადა, რომ უკრაინული ძალები ფრონტის ყველა სექტორში უკან იხევენ.

პუტინის თქმით,  კიევი ცდილობს რუსეთის ტერიტორიაზე ღრმად შეჭრას, მაგრამ ეს არ დაეხმარება მას მიმდინარე ომში სიტუაციის შეცვლაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს ფრონტის გასწვრივ კიდევ ორი სოფლის დაკავების შესახებ განაცხადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე