მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები სოციალურ მედიაში 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის მიერ განხორციელებული თავდასხმების მეორე წლისთავს გამოეხმაურნენ.
დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრები - ქვეყნები, რომლებმაც პალესტინის სახელმწიფო აღიარეს - შეუერთდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების სხვა პოლიტიკურ ლიდერებს, როგორებიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ევროკავშირი, და კვლავ დაგმეს თავდასხმები და მოუწოდეს ჰამასს ყველა დარჩენილი მძევლის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ.
ორი წლის წინ, ჰამასის მებრძოლებმა ათას 200 ადამიანი მოკლეს და 251 მძევლად აიყვანეს. ეს ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელებისთვის ყველაზე სისხლიანი დღე იყო.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის საპასუხო სამხედრო კამპანიამ 67 ათასზე მეტი პალესტინელი იმსხვერპლა და 2 მილიონ 2 ათასი ღაზის მცხოვრები უსახლკაროდ დატოვა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე