ეგვიპტის კურორტ შარმ ელ-შეიხში ისრაელისა და ჰამასის წარმომადგენლებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები მეორე დღეა გრძელდება. ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ ამ მოლაპარაკებებს ღაზაში ომის შეწყვეტა და მძევლების გათავისუფლება მოჰყვება.
ისრაელმაც და ჰამასმაც მხარი დაუჭირეს ტრამპის გეგმის ძირითად პრინციპებს, რომლის მიხედვით საბრძოლო მოქმედებები შეწყდება, მძევლები გათავისუფლდებიან და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება შევა.
გეგმას ასევე მხარს უჭერენ არაბული და დასავლური სახელმწიფოები.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე