ისრაელში ჰამასის ყველაზე სისხლიანი თავდასხმიდან ორი წელი გავიდა

07 ოქტომბერი 2025, 09:09 132 ნახვა

ისრაელში ჰამასის ბოევიკების მიერ  რეიმში, ნოვას მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე მომხდარი სისხლიანი თავდასხმის მეორე წლისთავს აღნიშნავენ, სადაც 360-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით მძევლად აიყვანეს. ფესტივალის ტერიტორიაზე მსხვერპლთა ფოტოებით მემორიალური დაფებია განლაგებული. 

2023 წლის 7 ოქტომბერს, ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმა, რომლის შედეგადაც  1 200 ადამიანი დაიღუპა და 251 მძევლად აიყვანეს, ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელებისთვის ყველაზე სისხლიან დღედ ითვლება.

ისრაელის საპასუხო სამხედრო კამპანიამ 67 ათასზე მეტი პალესტინელი იმსხვერპლა, ხოლო ღაზის 2 მილიონზე მეტი მცხოვრები უსახლკაროდ და მშიერი დატოვა დაუნდობელი დაბომბვის შედეგად განადგურებულ სექტორში. დღეს გამთენიისას, ჰამასის თავდასხმის მეორე წლისთავზე, ისევ აფეთქებების ხმა ისმოდა ღაზის ცაზე.

პარალელურად  ეგვიპტეში, ღაზაში ომის შეჩერების გეგმაზე არაპირდაპირი მოლაპარაკებების პირველი დღე გამართეს, ისრაელმაც და ჰამასმაც მხარი დაუჭირეს ტრამპის გეგმის ძირითად პრინციპებს.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე