კორუფციული სკანდალი უკრაინაში

19 ნოემბერი 2025, 19:52 82 ნახვა

უკრაინის პარლამენტმა ენერგეტიკისა და იუსტიციის მინისტრების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ენერგეტიკის სექტორში კორუფციის მასშტაბურმა გამოძიებამ ომში მყოფ ქვეყანაში ყველაზე დიდი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.

სახელმწიფო სააგენტოში ენერგოატომში კონტრაქტების კონტროლის სავარაუდო 100 მილიონიანი დოლარის სქემის გამოძიებამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

იუსტიციის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ, რომელიც ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას 2021 წლიდან 2025 წლამდე იკავებდა და ამჟამინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა სვიტლანა ჰრინჩუკმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ზეწოლის შედეგად თანამდებობები დატოვეს.

ორივე მინისტრი უარყოფს სკანდალში რაიმე სახით მონაწილეობას. ოპოზიციურმა ძალებმა მოითხოვეს უფრო მკაცრი ზომების მიღება, მათ შორის მთავრობის სრული რეფორმა და ზელენსკის ადმინისტრაციის გავლენიანი ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლება.

ანტიკორუფციულმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ მათი გამოძიება, რომლის მთავარი ეჭვმიტანილი ზელენსკის ყოფილი ბიზნესპარტნიორია, სხვა სახელმწიფო უწყებებშიც დაიწყება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე