ხარკოვზე დრონებით თავდასხმის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

19 ნოემბერი 2025, 09:34 59 ნახვა

ხარკოვში, საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც 32 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა, ხანძარი გაჩნდა და ათობით მცხოვრები იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.

წინასწარი ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სლობიდსკის, ოსნოვიანსკის და ნემისლიანსკის რაიონებში 19 დრონი გაუშვეს, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ოლეჰ სინეჰუბოვმა და აღნიშნა, რომ დაშავებულებიდან ექვსი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ დრონი სამედიცინო დაწესებულების მახლობლად აფეთქდა, რის შედეგადაც ექიმი დაშავდა, შენობა და ახლომდებარე მანქანები დაზიანდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე