ზელენსკი ესპანეთში ჩავიდა

18 ნოემბერი 2025, 14:21 89 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა იქს-ზე  ესპანეთში მიმდინარე შეხვედრებზე წერს. მისი თქმით,  ესპანეთის პრემიერ-მინისტრ სანჩესთან შეხვედრა შესაძლოა  შეთანხმებების მიღებით დასრულდეს, რომლებიც უფრო მეტ ძალას შემატებს უკრაინას. უკრაინა ელის, რომ კიდევ ერთი ძლიერი ქვეყანა გაზრდის მის მიმართ მხარდაჭერას, დაეხმარება ადამიანების სიცოცხლის დაცვასა და ომის დასრულებაში. ზელენსკი უკვე ხვალისთვის შეხვედრებს აანონსებს თურქეთში. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში