ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა საერთაშორისო ახალგაზრდული საჭადრაკო ფესტივალი, რომელიც აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა.
ასპარეზობაში 100-ზე მეტმა ახალგაზრდა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა საქართველოდან, ამერიკიდან, უკრაინიდან და ფიდეს დროშის ქვეშ მოასპარეზე ქვეყნებიდან.
შეჯიბრება 8, 10, 12 და 20 წლამდე მოჭადრაკეთა შორის ჩატარდა. ტურნირი შვეიცარიული სისტემით შვიდ ტურად გაიმართა.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებიც მედლებით, თასებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.