მსოფლიო თამაშების ჩემპიონს თემურ სამხარაძეს აჭარის სპორტის დეპარტამენტში უმასპინძლეს, მიღწეული წარმატება მიულოცეს სამომავლო გეგმები და პერსპექტივები განიხილეს.
როგორც იცით სპორტსმენმა ჩინეთში გამართულ მსოფლიოს თამაშებზე კლასიკურ ძალისმიერ სამჭიდში ისტორიული წარმატებას მიაღწია, ის გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც სპორტის ამ სახეობაში მსოფლიო თამაშები მოიგო.
ცნობილია, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი განიხილავს კლასიკური ძალისმიერი სამჭიდის როგორც სპორტის სახეობის ოლიმპიურ პროგრამაში შეყვანის საკითხს.