აჭარის ველოსპორტის ფედერაციის თასის გათამაშება ფამტრეიკში

13 აგვისტო 2025, 10:31 327 ნახვა

აჭარის ველოსპორტის ფედერაციის ორგანიზებით ბათუმის სკეიტ-პარკში ველომოყვარულთა შორის ჩატარდა აჭარის ველოსპორტის ფედერაციის თასის გათამაშება ფამტრეიკში, რომელშიც ქართველებთან ერთად უცხოელი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. პირველობისთვის სხვადასხვა ასაკის 50-მდე ველომოყვარული იბრძოდა.

მონაწილეთა მთავარი მიზანი საგანგებო ტრასის უმოკლეს დროში დაფარვა იყო. სპორტსმენთა გამოსვლას კვალიფიციური მსაჯთა ბრიგადა აფასებდა.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებიც თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფასიანი ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ. 

აღნიშნული ტურნირი ფედერაციის ეგიდით საქართველოში პირველად ჩატარდა, მაგრამ ორგანიზატორთა განცხადებით, ის ტრადიციული გახდება და მონაწილეთა რაოდენობა და გეოგრაფია უფრო გაიზრდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი