ბანგკოკის ბაზარში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

28 ივლისი 2025, 14:29 139 ნახვა

ტაილანდის პოლიციის განცხადებით, ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, ბაზარში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არის თვითმკვლელი თავდამსხმელი. პოლიციისა და სასწრაფო დახმარების სამსახურების ინფორმაციით, მაშველები ადგილზე ცდილობდნენ დაშავებულის რეანიმაციას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. 

„პოლიცია ადგენს თავდამსხმელის ვინაობას და ინციდენტის მოტივს“, - ნათქვამია ტაილანდის პოლიციის განცხადებაში. შეიარაღებული პირის მიერ მოკლული ხუთი ადამიანი ბაზრის დაცვის თანამშრომლები იყვნენ. სროლის შედეგად არცერთი ტურისტი არ დაღუპულა და არც დაშავებულა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში