ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე ქალთა მსოფლიო თასის მეოთხედფინალში გავიდა. მერვედფინალში ნანამ მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი მარია მუზიჩუკი დაამარცხა. ძირითადი დროის ფარგლებში ანგარიშით 1.5:0.5 და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
მეოთხედფინალში ნანა სატურნირო რეიტინგ-სიის ლიდერს, ლეი ტინგჟის დაუპირისპირდება. ქალთა მსოფლიო თასი ჭადრაკში ბათუმში იმართება.
მედლებისთვის ბრძოლას 16 საუკეთესო მოჭადრაკე, მათ შორის ორი ქართველი - ლელა ჯავახიშვილი და ნანა ძაგნიძე აგრძელებენ.
ფიდეს მსოფლიო თასზე ჭადრაკში 150-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს.