საერთაშორისო ტურნირი კრივში

26 ივნისი 2025, 10:16 134 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში დაიწყო აჭარის კრივის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, საქართველოს ჩემპიონისა და პრიზიორის ირაკლი აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტრადიციული ტურნირი კრივში.

შეჯიბრებაში 10 ქვეყნის 150 სპორტსმენი მონაწილეობს. ასპარეზობა მამაკაცთა შორის 10 წონით კატეგორიაში ტარდება.

შეჯიბრება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მასში მხოლოდ ეროვნული ნაკრებების ლიდერები მონაწილეობენ. საქართველო საერთაშორისო ტურნირზე 16 მოკრივითაა წარმოდგენილი, რომელთაგან 4 აჭარის სკოლის წარმომადგენელია.

ტურნირის ორგანიზატორების განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი წინა მოსამზადებელი ეტაპი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც შემოდგომაზე ინგლისში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში