ტურნირი ძიუდოში

18 ივნისი 2025, 19:56 250 ნახვა

ხელვაჩაურის სასპორტო სკოლა ორი დღის განმავლობაში მასპინძლობდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ნანი კირკიტაძის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს ძიუდოში გოგონათა შორის.

შეჯიბრება ორ ასაკობრივ კატეგორიაში, 2008-2010 და 2010-2012 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის ჩატარდა. ტურნირში საქართველოს 16 მუნიციპალიტეტის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. საერთო ჯამში  120-მა ჯუდოკამ იასპარეზა.

ტურნირში სიმბოლურად მონაწილეობა მიიღო ორგანიზაცია „მზის შვილების“ წარმომადგენელმა ნინო ჭანტურიძემ, რომელიც ნანი კირკიტაძის სახელობის თასითა და ძიუდოს კიმონოთი დააჯილდოვეს.

გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. შეჯიბრება, რომელიც უკვე 10 წელია ტარდება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის ორგანიზებით გაიმართა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში