რუსეთთან ტყვეთა გაცვლის პროცესი მიმდინარეობს - ზელენსკი

10 ივნისი 2025, 09:19 121 ნახვა

უკრაინამ ორ მხარეს შორის სამხედრო ტყვეთა  ბოლო გაცვლის შედეგად რუსული ტყვეობიდან პატიმრების პირველი ჯგუფი დაიბრუნა.

„დღევანდელი გაცვლა დაიწყო. ის რამდენიმე ეტაპად განხორციელდება მომდევნო დღეებში“, - განაცხადა ზელენსკიმ ტელეგრამის აპლიკაციაში და აღნიშნა, რომ ამჯერად მძიმედ დაჭრილებსა და 25 წლამდე ასაკის პირებს გაცვლიან.

ეს არის სამხედრო ტყვეების პირველი ჯგუფი, რომელიც გაცვალეს უკრაინასა და რუსეთს შორის სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში