ბავშვთა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

22 მაისი 2025, 20:03 110 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლე ბავშვთა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დასავლეთ საქართველოს თამაშების დასკვნით ეტაპს მასპინძლობს. მოზარდები ერთმანეთს სპორტის შვიდ სახეობაში ეჯიბრებიან.
დღეს გამოვლინდა დასავლეთ საქართველოს გამარჯვებული გუნდი ფრენბურთში გოგონათა შორის. ასპარეზობაში აჭარის, იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის გამარჯვებული გუნდები მონაწილეობდნენ.
ფინალში ერთმანეთს იმერეთიდან „ქუთაისი“ და სამეგრელოდან „წალენჯიხა“დაუპირისპირდნენ. მატჩი „ქუთაისის“ გამარჯვებით დასრულდა, რომელიც ქვეყნის ჩემპიონის ტიტულისთვის აღმოსავლეთ საქართველოს თამაშების გამარჯვებულ გუნდს დაუპირისპირდება.

ხვალ ასპარეზობა უკვე ვაჟთა შორის გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში