გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ დაემშვიდობა

19 მაისი 2025, 10:08 136 ნახვა

გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიის“ ფორმით „მესტალიაზე“ ბოლო შეხვედრა ჩაატარა და მატჩის შემდეგ კლუბსა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა. „ასეთი მეკარე „ვალენსიის“ დამსახურებით გავხდი, ეს გუნდი ჩემთვის განსაკუთრებულია. ძალიან ემოციური და რთული საღამო მაქვს. თანაგუნდელებმა გამამხნევეს და ახალ კლუბში წარმატებები მისურვეს. აქ მოვედი როგორც ბავშვი დიდი ოცნებებით. მადლობა ყველას, ვინც ამ ოთხი წლის მანძილზე ჩემს გვერდით იდგა. დროა დაგემშვიდობოთ“, – განაცხადა მატჩის შემდეგ გიორგი მამარდაშვილმა.

ქართველ მეკარეს კი მთელი „მესტალია“ ფეხზე დამდგარი ტაშს უკრავდა.  2021 წლის ზაფხულში გიორგი მამარდაშვილი ესპანურ კლუბში მეოთხე მეკარის სტატუსით მივიდა, მაგრამ პირველივე სეზონში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა და „ვალენსიის“ ფორმით ყველა ტურნირზე 132 თამაში - 125 ლა ლიგაში, 6 ესპანეთის თასზე და 1 ესპანეთის სუპერთასზე ჩაატარა, რომელთაგან 39-ში კარი მშრალად შეინახა.

2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში გამოსვლის შემდეგ მამარდაშვილი „ლივერპულმა“ 35 მილიონ ევროდ შეიძინა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი