თურქეთის ქალაქ ერზრუმში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში 2008-2012 წლებში დაბადებულთა შორის, სადაც წარმატებით იასპარეზეს ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის ძიუდოისტმა გოგონებმა, რომლებმაც სხვადასხვა სინჯის რვა მედალი მოიპოვეს.
ტურნირის ჩემპიონები მარი ვარშანიძე და ანანო კინწურაშვილი გახდნენ.
თამთა თებიძე, ლიზი ბოლქვაძე, ნინი ძირკვაძე, მარი წულუკიძე, ელენე კირკიტაძე და ლიზი ქადიძე ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.
ძიუდოისტი გოგონები ტურნირისთვის მწვრთნელებმა ნანი და მალვინა კირკიტაძეებმა და შორენა შარაძემ მოამზადეს.