საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში

06 მაისი 2025, 14:37 95 ნახვა

დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა ჭადრაკში. ასპარეზობა 8-დან 18 წლამდე, ექვს ასაკობრივ კატეგორიაში, როგორც ჭაბუკთა, ასევე გოგონათა შორის გაიმართება.

ტურნირი ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით ცხრა ტურად ტარდება. 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში დაითვლება ფიდეს რეიტინგი. ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე, პირველი სვლიდან 30 წამის დამატებით.

შეჯიბრება საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით და საქართველოს სპორტის სამინისტროსა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ტარდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში