საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ქართველ მრბოლელებს - დავით ქაჯაიასა და სანდრო თავართქილაძეს - „ევრონასკარის“ ვალენსიის ეტაპზე მიღწეული წარმატება მიულოცა. მინისტრმა სპორტსმენებს მომავალ ასპარეზობებშიც გამარჯვება უსურვა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე