ლაშა ტალახაძე ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია

01 აპრილი 2025, 10:18 146 ნახვა

3 აპრილს თბილისში საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართება, რომელზეც ორგანიზაციის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ.

ყრილობის ჩატარება ფედერაციის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა მოითხოვა, რომელიც ძალოსნობის ფედერაციას 2015 წლიდან უდგას სათავეში.

ამ დროისთვის პრეზიდენტის ვაკანტურ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი კანდიდატურაა დასახელებული, - სამგზის ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის შვიდგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში