MMA - გოჩა შაინიძის გამარჯვება ჩინეთის საბრძოლო ორგანიზაციაში

27 მარტი 2025, 09:55 258 ნახვა

ბათუმის  საბრძოლო აკადემიის   მებრძოლმა გოჩა შაინიძემ ჩინეთის საბრძოლო ორგანიზაცია „ჯი-სი-კეი“-ში შერეულ ორთაბრძოლებში სადებიუტო ორთაბრძოლა გამართა. მისი მეტოქე იყო ორგანიზაციის რეიტინგის მეცხრე ნომერი ჩინელი ლი ჟინ ბო.

სამრაუნდიანი დაპირისპირება, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქართველის გამარჯვებით დასრულდა. ამ ბრძოლის შემდეგ გოჩა შაინიძე „ჯი-სი-კეი“-ს რეიტინგის ათეულში შევიდა.

ბათუმელ მებრძოლს შვიდი ბრძოლა აქვს ჩატარებული და შვიდივე მოგებული აქვს. ის არის ჯი-ეფ-სი-სა  და „ეი-ფი-ენ“-ისსაჩემპიონო ქამრების მფლობელი.

როგორც მისი მწვრთნელი ხვიჩა ქორიძე აცხადებს, გოჩა შაინიძე შესაძლოა მალე უეფსიშიც ვიხილოთ. შეგახსენებთ, რომ ამავე ორგანიზაციაში მანამდე აკადემიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა რუსლან ბოლქვაძემ იბრძოლა და მანაც ჩინელი მეტოქე დაამარცხა.

18 აპრილს კი ჩინურ ოქტაგონზე ბათუმის საბრძოლო აკადემიის კიდევ ერთი წარმომადგენელი დავით ლორთქიფანიძე იბრძოლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში