სტამბოლში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები

20 მარტი 2025, 14:05 354 ნახვა

თურქულმა პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა სტამბოლის ფატიჰის რაიონში  მერის ეკრემ იმამოღლუს დაკავებიდან ერთი დღის შემდეგ.   

პოლიციამ გადაკეტა გზები, წყლის ჭავლის მანქანები განლაგებულია  პოლიციის ბარიკადებთან  ქუჩებში. საზოგადოებრივი თავშეყრის აკრძალვის მიუხედავად, ათასობით მომიტინგე გავიდა ქუჩებში.    

სტამბოლის მერის დაკავებიდან 24 საათის განმავლობაში სოციალურ ქსელ „იქსში“ 18 მილიონზე მეტი პოსტი გამოქვეყნდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პროვოკაციული პოსტების გამოქვეყნების გამო 37 ადამიანი დააკავეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში