დღეს საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები „თბილისი არენაზე“ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ბორსნია-ჰერცოგოვინას დაუპირისპირდება. ამ მატჩს ქართველებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს ნაკრებს მაქსიმალურად დიდი სხვაობით გამარჯვება სჭირდება, ვინაიდან მომდევნო შეხვედრა 16 მარტს სწორედ ბოსნიაში აქვს.
ევროპის ჩემპიონატის საგზურს კი ორი მატჩის ჯამში საუკეთესო გუნდი მიიღებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი სწორედ ბოსნია-ჰერცოგოვინას შეხვდა და პირველი ისტორიული გამარჯვებაც სწორედ მასთან მოიპოვა. საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას დაპირისპირება 18:00 საათზე დაიწყება.