ბასილაშვილი „ინდიანა ველსის“ ტურნირს გამოეთიშა

06 მარტი 2025, 09:54 92 ნახვა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან ველსის ძირითად ეტაპზე პირველი შეხვედრა გამართა ამერიკელ მარკოს გირონთან და ორ სეტში 5:7; 6:7 დამარცხდა. მანამდე საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ბასილაშვილმა იაპონელი მეტოქე – იასუტაკა უჩიამა სამ სეტში, 6:4, 3:6, 6:3 დაამარცხა და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ინდიან ველსის 1000-ქულიანი მასტერსის ნახევარფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკელ ეუბენკსს ორ სეტში სძლია.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩოგბურთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ინდიან ველსის მასტერსის ფინალში 2021 წელს ითამაშა, მაშინ ის ბრიტანელ კამერონ ნორისთან დამარცხდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში