ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა განაცხადა, რომ ქვეყანამ გრძელი გზა გაიარა ძლიერი არმიის შესაქმნელად, თუმცა იარაღი იდეოლოგიის გარეშე უბრალოდ „რკინაა“. კიმმა ეს განცხადება კიმ ერ სენის სახელობის პოლიტიკურ უნივერსიტეტში გააკეთა იმ დროს, როცა ქვეყანაში პოლიტიკური გაურკვევლობაა, როცა მისი 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილეობს, მძიმე დანაკარგებს განიცდის.
კორეის სახალხო არმიის მიზანია გახდეს მსოფლიოში უძლიერესი სამხედრო ძალა, მისი მისიის ყურადღების ცენტრში უნდა იყოს არმიის, პარტიისა და ხალხის პოლიტიკური, იდეოლოგიური, სულიერი და მორალური უპირატესობები - თქვა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა.