დღეს საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები კვიპროსს დაუპირისპირდება

25 თებერვალი 2025, 09:09 75 ნახვა

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეორე მატჩს კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ, ლარნაკაში ჩაატარებს. ირის ანტმანის გუნდი კვიპროსში უკვე ჩავიდა და მატჩისწინა ვარჯიში თამაშის მასპინძელ „აეკის“ სტადიონზე გამართა.

ერთა ლიგის პირველ ტურში ორივე გუნდმა გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ანდორა დაამარცხა, კვიპროსმა კი მალტას მოუგო.

კვიპროსი - საქართველოს მატჩი დღეს გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში