უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მეთექვსმეტედფინალების საპასუხო შეხვედრები გაიმართა. „მილანმა“, რომელსაც „ფეიენორდთთან“ პირველი შეხვედრა 0:1 ჰქონდა წაგებული, ვერ მოახერხა „სან სიროზე“ ნიდერლანდელების დამარცხება. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და შესაბამისად, იტალიური გრანდი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. ტურნირიდან გავარდა კიდევ ერთი იტალიური გუნდი „ატალანტა“, რომელმაც პირველი მატჩი „ბრიუგესთან“ 1:2 დათმო, საპასუხო შეხვედრა კი 1:3 წააგო.
მიუნხენის „ბაიერნმა“ ფრე 1:1 ითამაშა გლაზგოს „სელტიკთან“, თუმცა პირველი შეხვედრა 2:1 ჰქონდა მოგებული, ორი მატჩის ჯამში კი მერვედფინალში გავიდა.
მერვედფინალში გავიდა ასევე „ბენფიკაც“, რომელმაც „მონაკოს“ პირველი მატჩი 1:0 მოუგო, განმეორებით შეხვედრაში კი ფრე 3:3 დაფიქსირდა, რაც პორტუგალიელთათვის გათამაშებაში დასარჩენად საკმარისი აღმოჩნდა.
დღეს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ოთხი შეხვედრა გაიმართება. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან „დორტმუნდი“-„სპორტინგი“; „ეინდჰოვენი“-„იუვენტუსი“; „რეალი“-„მანჩესტერ სიტი“ და „პარი სენ-ჟერმენი“-„ბრესტი“.