აშშ- რუსეთის მოლაპარაკება

18 თებერვალი 2025, 20:06 197 ნახვა

ერ-რიადში დასრულდა აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა, რომელზეც მხარეთა დელეგაციებს ხელმძღვანელობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
როგორც Reuters-ი იუწყება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანზე დაყრდნობით, რუბიო და ლავროვი შეთანხმდნენ, რომ მომავალში ითანამშრომლებენ ისეთ საკითხებში, რომლებიც ეხება გეოპოლიტიკურ ინტერესებს და საინვესტიციო შესაძლებლობებს, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ გაჩნდება.
შეხვედრის შემდეგ მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ყველა მხარე - მათ შორის რუსეთი, უკრაინა და ევროპა - უნდა დაეთანხმონ უკრაინის თაობაზე სამშვიდობო შეთანხმებას. შეხვედრა 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში