„ვირტუს ბოლონია“ იტალიის თასს მეოთხედფინალში გამოეთიშა. თორნიკე შენგელიას გუნდი „ოლიმპია მილანოსთან“ 77:91 დამარცხდა.
შენგელია თავის გუნდში ისევ გამორჩეული იყო. შენგელიამ 27 წუთში 14 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.
„ვირტუსი“ მთელი თამაშის განმავლობაში მდევრის როლში იყო და მატჩის მოგების შანსი თითქმის არ ჰქონია, შესაბამისად, იტალიის თასზე ასპარეზობა დაასრულა.