მილანმა იუნიორთა შორის კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელშიც 30 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს ბათუმელმა მებრძოლებმა.
„ვაჟა თურმანიძის კიკბოქსინგის აკადემია“ მსოფლიო პირველობაზე ხუთი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, ამათგან სამმა საჩემპიონო ქამრები მოიპოვა, ორი კი ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. K-1 ვერსიით გამართულ ტურნირზე მსოფლიო ჩემპიონის ქამრები მოიპოვეს ლიზი ჯაიანმა, საბა წითელაძემ და ფრიდონ ჩხარტიშვილმა.
ნიკა მგელაძე და ილია ბოკუჩავა ვიცე-ჩემპიონები გახდნენ. აღნიშნული მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენი მებრძოლებისთვის სადებიუტო იყო.