კესარია მგელაძე საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში მსოფლიო ჩემპიონია

10 ნოემბერი 2024, 18:27 891 ნახვა

ბათუმელი მოჭადრაკე კესარია მგელაძე საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში მსოფლიო ჩემპიონია.

ბრაზილიაში, ფლორიანპოლისში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კესარიამ 14 წლამდე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და ტიტულიც მოიპოვა.

კიდევ ერთი ბათუმელი მარიამ კალანდაძე კომპოზიციების ამოხსნაში მე-9 ადგილზე გავიდა, გოგონათა შორის კი მეხუთეზე.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში