პოლონეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა არჩილ მალაყმაძემ. ძალოსანმა ევროპირველობის ატაცში 148 / 152 / 154 კილოგრამი დაძლია, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
მალაყმაძემ აკვრაში დაძლეული 177 და 181 კილოგრამით მე-4 ადგილი დაიკავა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 335 კილოგრამით ევროპის ჩემპიონი გახდა.