თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ ევროლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა 

24 ოქტომბერი 2024, 08:01 215 ნახვა

ბოლონიის „ვირტუსმა“, რომელშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია თამაშობს, ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველად მოიგო. ბოლონიელებმა ბელგრადის „პარტიზანი“  70:69 დაამარცხეს.

თორნიკე შენგელიამ 36 წუთში 8 ქულა,  3 მოხსნა,  1 პასი დააგროვა. ბოლონიურ გუნდს ხუთი ტურის შემდეგ ერთი მოგება აქვს და მე-18 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 29 ოქტომბერს „ბაიერნის“ წინააღმდეგ გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი