საქართველომ ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებს უმასპინძლა.
ვიზიტის მიზანია ფესტივალის მოსამზადებელ პროცესებისა და საშეჯიბრო სივრცეების გაცნობა. მისიების ხელმძღვანელებს, ყინულის ჰოკეის ნაკრებებთან ერთად, ჰქონდათ საშუალება დაეთვალიერებინათ თბილისის ყინულის არენა და ჰუალინგის სასტუმროს ტერიტორია, ასევე დაემტკიცებინათ მათი ქვეყნების ეროვნული ჰიმნი და დროშა.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება, რომელიც საქართველოში ჩატარდება. ის 2025 წლის 9-14 თებერვალს გაიმართება.
ფესტივალს საქართველოს სამი ქალაქი; თბილისი, ბათუმი და ბაკურიანი უმასპინძლებს.