მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია მილიონ-მილიონ ლარს მიიღებენ

30 სექტემბერი 2024, 13:38 382 ნახვა

UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ქველმოქმედებას მოახმარს სახელმწიფოსგან მიღებულ  ფულად ჯილდოს, მილიონ ლარს. ჩემპიონის თქმით მისი სურვილია, რომ გახსნას საქართველოში დარბაზები და სწორედ ამ მიმართულებით დახარჯოს ის ფული, რომელსაც ის საჩუქრად მიიღებს მთავრობისგან.

ბათუმში გულშემატკივართან შეხვედრას  კი ხვალ 1 ოქტომბერს გამართავს, ქომაგებს მსოფლიო ჩემპპიონი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ დიდ ეკრანთან 17 საათზე შეხვდება.

მერაბ დვალიშვილი გუშინ საქართველოში დაბრუნდა, გულშემატკივარი მას ჯერ აეროპორტში, შემდეგ კი ფილარმონიასთან დახვდა იქ, სადაც ქომაგებმა დვალიშვილის გამარჯვება იზეიმეს შონ ომალისთან, როგორც ცნობილი გახდა, ჩემპიონი საჩემპიონო ქამრით საქართველოს რეგიონებს მოივლის.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში